წესები და პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მაღაზიაში
თქვენ იმყოფებით ''ბოუვის'' ოფიციალურ ვებ-გვედზე, მითითებული წესები წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის https://www.bowie.ge/ გამოყენებას, რომელსაც ოპერირებს კომპანია Bowie.
შეძენა - თუ გსურთ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტი, ამისათვის საჭიროა გაგვიზიაროთ გარკვეული ინფორმაცია, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და შეკვეთის მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
ყიდვა - ყიდვის პროცესის განხორციელებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
უარის თქმა შეკვეთაზე - ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ მიღებული შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, : პროდუქტის, ან მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომება მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
როგორ და რა ვადაში მოახდინოთ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების ინიცირება - გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების ინიცირება შეგიძლიათ პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას. დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ ელ.ფოსტაზე (yourbowies@gmail.com) ან ჩატით მიწერის გზით. (Messanger, Instagram, Web-page online chat). დაბრუნების ინიცირების შემდეგ, თქვენ 7 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტი უნდა მოიტანოთ ჩვენს სახელოსნოში (პეტრე მამრაძის ხევი N31).
შემადგენლობა/კონტენტი - ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Bowies-ის საკუთრებას.თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ, ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად, ან ნაწილობრივ პირადი, ან კომერციული მიზნებისთვის წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
პირადი კაბინეტი - თქვენ ქმნით პირად კაბინეტს და თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებზე. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პროფილის გაუქმენა და სხვა შემაფერხებელი შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
კანონი - წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ცვლილებების შეტანა - ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურებაზე და მომხმარებლებზე.ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ უკვე წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
მიწოდების პირობები - ხელმისაწვდომი მოდელების მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება იმავე, მაქსიმუმ მეორე სამუშაო დღეს, თუ კონკრეტული მოდელი არ არის მზად მისი დამზადებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდება, დეტალებისთვის უკეთესი იქნება თუ დაგვიკავშირდები ჩვენს საკონტაქტო ნომერზე და ჩვენი წარმომადგენელი შეგითანხმდებათ ზუსტ დროზე.
თბილისის მასშტაბით ნივთის ტრანსპორტირების საფასური არის 6 ლარი, ანგარიშწორება ხდება უშუალოდ კურიერთან ამანათის მიღებისთანავე ან წინასწარ, ვებ-გვერდზე შეძენისას.
საკურიერო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბითაც. ამ შემთხვევაში ნივთის ტრანსპორტირება განისაზღვრება ადგილმდებარეობიდან, 9-15 ლარის ფარგლებში, მიწოდებას 2/3 სამუშაო დღე სჭირდება. ანგარიშწორება ხდება უშუალოდ კურიერთან ამანათის მიღებისთანავე ან წინასწარ, ვებ-გვერდზე შეძენისას.
თუ არ გსურთ საკურიერო მომსახურებით სარგებლობა, შეკვეთას შეგიძლიათ მოაკითხოთ ჩვენს სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს ნახალოვკაში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლას მიმდებარე ტერიტორიაზე (პეტრე მამრაძის ხევი #31) და გადმოგცემთ, ვიზიტამდე აუცილებელია წინასწარ შეთანხმება.